მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელად, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ყოფილი სამხატვრო
ხელმძღვანელი,
გიორგი სიხარულიძე დაინიშნა.
ამ პოსტზე მან ქეთი დოლიძე ჩაანაცვლა, რომელიც ხელმძღვანელობიდან
დღეს გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ადასტურებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროში.
"ოფიციალური ბრძანების საფუძველზე შეიცვალა სამხატვრო ხელმძღვანელი და
გიორგი სიხარულიძე დაინიშნა ამ პოსტზე",- განგვიცხადეს უწყებაში.
რეჟისორი
გიორგი სიხარულიძე მესხიშვილის თეატრში სამხატვრო
ხელმძღვანელად 11 წელი მუშაობდა.
უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მან უარი თქვა კულტურის
სამინისტროს მიერ ამავე პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში
მონაწილეობაზე.
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად
ახლა
7 კანდიდატი იბრძვის.
ვის შეარჩევს კულტურის სამინიტრო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო
თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციებზე, ეს
სავარაუდოდ 3 სექტემბერს გახდება ცნობილი.
ამავე
თემაზე:
„არ გამკვირვებია“ - თორნიკე მარჯანიშვილი მესხიშვილის თეატრის მიერ
ენდი ძიძავას კანდიდატურის შერჩევაზე
მესხიშვილის
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის შესაძლო კანდიდატები
დასახელდნენ
მასალის გამოყენების პირობები