საქართველოში უცხო ქვეყნის მოაქალეებისთვის კანონიერ საფუძველზე
უწყვეტად ცხოვრების 5 წლიანი ვადა შესაძლოა 10 წლით შეიცვალოს.
"მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი
ცვლილებები პარლამენტში "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის
მიერ წარდგენილი კანონპროექტის საფუძველზე დღეს განიხილება.
"ბოლო 25 წლის მანძილზე ქვეყანა 2 მილიონმა ადამიანმა დატოვა, ამიტომ
ასეთი კანონი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი თანამემამულის
სამშობლოსთან დაკავშირებას და მათ დაბრუნებას, რომლებიც ცხოვრობენ
სხვადასხვა ქვეყნებში და დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა," -
ამბობს კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე.
მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელ მოქალაქეს ვისაც სურს საქართველოს
მოქალქეობის მიღება, საქართველოში უწყვეტად ცხოვრების 5 წლიანი ვადა
აქვს, რაც კანონპროექტის ავტორის განმარტებით არის ძალიან მცირე
ვადა.
"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვადის გაზრდის გარდა, კანონპროექტით
მეორე საკითხიც რეგულირდება, კერძოდ ეთნიკური ქართველებს
(ემიგრანტებს) ვისაც აქვს ქართული გვარი, თავს მიიჩნევს ქართველად,
იცის ქართული ენა და ისტორია, გამარტივებული წესით მიენიჭოთ
საქართველოს მოქალაქეობა," - აცხადებს ტომარაძე.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილება ორ ძირითად საკითხს
ეხება: უცხოელთათვის მკაცრდება საქართველოს მოქალაქეობის მიღება.
კერძოდ, უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების არსებული 5
წლიანი (ცხოვრების) ვადა იცვლება 10 წლით, ხოლო ეთნიკურად ქართველებს
(ემიგრანტებს) ვინც ატარებს ქართულ გვარს, თავს თვლის ქართველად, იცის
ქართული ენა და საქართველოს ისტორია, გამარტივებული წესით მიენიჭოს
საქართველოს მოქალაქეობა.
"საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის მიერ განსახილველად
წარგენილი კანონპროექტი ეყრდნობა გაეროს მონაცემებს, სადაც ნათქვამია,
რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონ 170 000
შემცირდება, რაც ძირითადად ეთნიკური ქართველების ხარჯზე მოხდება.
2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს
მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 ადამინი შეადგინა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მიღების ათწლიანი ვადა
მრავლად გვხვდება ევროპის პრაქტიკაში. მათ შორის ბელგიაში,
საბერძნეთსა და შვეიცარიაში.
მასალის გამოყენების პირობები