30 აგვისტოს, წყალტუბოს აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, ყაზბეგის
ქუჩაზე არსებული წყლის რეზერვუარის სანიტარულ-პროფილაქტიკური
სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება შეუწყდება 10 ქუჩის მცხოვრებლებს.
კერძოდ: ლორთქიფანიძის, 26
მაისის, ყაზბეგის, შარტავას, ვაჟა-ფშაველას, კავკასიონის, ზაალიშვილის, ნინოშვილის, წერეთლისა
და ავალიანის ქუჩებს. ასევე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე
ტერიტორიას.
აბონენტებს წყლის მიწოდება 31 აგვისტოს აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები