ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონკრეტული თარიღი დღეს
გახდება ცნობილი.
არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი
საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი
12:00 საათზე გაიმართება, სადაც ქვეყნის პირველი პირი არჩევნების
კონკრეტულ თარიღს გამოაცხადებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლები მერებს,
გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს
აირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები