"გთხოვთ შემომიშვით მერიაში, მეც მოქალაქე ვარ, მეც მინდა
ანგარიშის მოსმენა," - ამ შეძახილით ქუთაისის მერს, შოთა
მურღულიას "ნაციონალური" მოძაობის წარმომადგენელმა ნიკა ნარსიამ
მიმართა და პრესკონფერენციაზე დასწრება მოითხოვა.
ნარსიას განმარტებით, ის საპროტესტო აქციის გამართვამდე მივიდა
მერიაში, თუმცა, შენობაში დაცვის წარმომადგენლებმა არ
შეუშვეს.
მერიის დაცვის წევრების განმარტებით, მოქალაქეს მერის
პრესკონფერენციაზე დასწრება, იმ მიზეზით აეკრძალა, რომ ის
მეგოფინით იყო მისული.
ქუთაისის მერი
ამ წუთებში ჟურნალისტებს 4 წლიანი მუშაობის
ანგარიშს აცნობს.
მასალის გამოყენების პირობები