ქუთაისში, 2016-2017 სასწავლო წლისთვის სულ 2 665 პირველკლასელი
დარეგისტრირდა.
ქუთაისში მდებარე
38 საჯარო სკოლაში დარეგისტრირებულ
პირველკლასელებს და მათ პედაგოგებს განათლების და
მეცნიერების სამინისტრო უფასო კომპიუტერები სასწავლო წლის
დაწყებისთანავე გადაეცემს.
კომპიუტერების გადაცემის პროცესი უკვე დასრულდა იმერეთის
რეგიონში.
ბაღდათში 232, ვანში 245, ზესტაფონში 680, თერჯოლაში 346, სამტრედიაში
606, საჩხერეში 498, ტყიბულში 229, ჭიათურაში 461, ხარაგაულში 179,
ხონში 286 და წყალტუბოში 505, ხოლო ქუთაისში 2665 პირველკასელთათვის
განკუთვნილი ბუკი გადაეცა.
საქართველოში სულ 50 341 პირველკლასელია დარეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები