გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 31
ივლისს და 1 აგვისტოს გრილი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი
მატება 2 აგვისტოს დაფიქსირდება. სინოპტიკოსების თქმით, შესაძლოა 38
გრადუსამდე ტემპერტურის მატება.
" 2 აგვისტოს მოიმატებს ტემპრატურა, 3-ში უნდა ველოდოთ აღმოსავლეთის
მიმართულების ქარს, სიცხე შენარჩუნდება 4 აგვისტოსაც. შესაძლოა
ტემპერატურა იყოს 38 გრადუსიც", - ამბობს გარმეოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოდო
გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 აგვისტოდან შესაძლოა
ტემპერატურამ 3-4 გრადუსით დაიკლოს , თუმცა დასავლეთ საქართველოში 6
აგვისტომდე უნალექო ამინდებაი მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები