გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 28
ივლისს ღამით აგრილდება.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს 28 ივლისის ღამით, სანაპირო რაიონებზე
შტორმია მოსალოდნელი, გრილი ჰაერის მასები კოლხეთის დაბლობზეც
გავრცელდება და შესაძლოა იწვიმოს. ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია 29-30
ივლისსაც.
"29-30 ივლის ზოგოერთ რაიონში იწვიმებს ხანმოკლედ. ტემპერატურა
დაიკლებს 27 გრადუსამდე", - განმარტავენ გარემოს ეროვნულ
სააგენტოში.
სინოპტიკოსების ცნობით ხანმოკლე წვიმები 31 ივლისს შეწყდება და
ტემპერატურა პირველი აგვისტოდან 34 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები