ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის სარკინიგზო რეისი
შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს.
ქუთაისიდან მატარებელი (რკინისგზის სადგურ ქუთაისი #1-დან ) 7:45
წუთზე გავა და ბათუმში 10:48 წუთზე ჩავა. იმავე მატარებელი ბათუმიდან
19:30 წუთზე გამოვა და ქუთაისში 22:25 წუთზე იქნება.
"საქართველოს რკინიგზის" ფილიალის, მგზავრთა გადაყვანის საგარეუბნო
მიმოსვლის სამსახურის დასავლეთის მიმართულების კოორდინატორი, გურამ
ნერგაძის განმარტებით, ადმინისტრაციამ ცვლილება მგზავრთა
მომსხურების გაუმჯობესების მიზნით მიიღო.
მატარებლის მგზავრობის ღირებულება 6 ლარია, ხოლო 5 წლამდე ასაკის
ბავშვები მგზავრობის საფასურის გადახდისგან განთავისუფლდებიან.
"მატარებელი ზაფხული სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა. როდემდე
შეასრულებს რეისს მატარებელი ეს სეზონის მიხედვით გადაწყდება",
- ამბობს გურამ ნერგაძე.
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით სარკინიზგო რეისი 1 ივლისს დაინიშნა
და ის მგზავრებს სხვა
გრაფიკით ემსახურებოდა.
მასალის გამოყენების პირობები