ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი ნიკეას ქუჩაზე, ე.წ.
სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა.
ამ მიზნით შერჩეული ადგილი, უძრავ ქონებასთან ერთად, თვითმმართველობის
საკუთრებიდან უსასყიდლოდ სახელმწიფოს გადაეცა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 26 ივლისს ქუთაისის
საკრებულოს რიგით 35-ე სხდომაზე მიიღეს.
ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ე.წ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე
ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-პანსიონს განათლების სამინისტრო
მოაწყობს.
დამატებითი დეტალებისთვის უწყებას მივმართეთ. სამინისტროს
დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ
სკოლა-პანსიონის პროექტირება მიმდინარე წელს მოხდება.
თუ რამდენ მოსაწავლეზე იქნება გათვლილი სასწავლო დაწესებულება, ამ
დროისთვის უწყებაში არ იციან. თუმცა, ამბობენ, რომ ის ნებისმიერ
მსურველს მიიღებს.
გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირებას ანდრია რაზმაძის სახელობის
ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ახალ ადგილზე, ამის
გასარკვევად
საგანმანათლებლო რესურცენტრს დავუკავშირდით. ორგანიზაციის
ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ
დეტალები მისთვისაც უცნობია.
"ჯერ უნდა მოხდეს მიწის გამოყოფა, შემდეგ პროექტი შედგება და
განისაზღვრება პანსიონი განთავსდება თუ ფიზიკა-მათემატიკის ახლანდელი
სკოლაც გადავა იმ ადგილზე," - ამბობს ბადრი ვაშკიძე.
მასალის გამოყენების პირობები