პროექტის „ზაფხულის საღამოები“ ფარგლებში კინოკვირეული მოეწყობა.
იგი 27 ივლისს დაიწყება და 31-ში დასრულდება. კვირეული აზიურ კინოს
წარმოადგენს. მათ შორის ორ იაპონურ ანიმესაც.
კვირეული ჩინელი რეჯისორის ვონგ კარ ვაის ფილმით „სიყვარულის
განწყობა“ გაიხსნება.
"ზაფხულის საღამოები" ფილმების ჩვენების გარდა ბევრ
სხვა ღონისძიებასაც გულისხმობს.
სეანსი დაიწყება 21:00 საათზე.
კინოკვირეულის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამსახური
მასალის გამოყენების პირობები