ქუთაისში, 26 მაისის ქუჩის ახლადრეაბილიტირებულ გზის საფარზე
ჩავარდნილ საკანალიზაციო ორმოს კვირის ბოლომდე მოაწესრიგებენ.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ადგილობრივ თვითმართველობაში
განუმარტეს.
"გრეიდერების მოძრაობის გამო ამ ადგილზე საკანალიზაციო ორმო ჩაიწია,
რაც რეაბილიტაციის თანამდევი პროცესია. რამდენიმე დღეში ქუჩაზე ეს
ორმო ამოიწევა და პრობლემა მოგვარდება," - განმარტავენ მერიაში.
ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე ჩავარდნილ და თავსახურის გარეშე დარჩენილ
საკანალიზაციო
ორმოში მოსახლეობამ ხის ტოტი ჩარგო.
ადგილობრივების განმარტებით, ამ ფორმით მომსახლეობამ გზაზე შექმნილი
პრობლემა გააპროტესტეს.
26 მაისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერიამ
სამი დღის წინ განახორციელა.
ამავე თემაზე:
ორმოში "ამოსული" ხე ქუთაისში (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები