,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები ქუთაისიდან თბილისში
გამართულ საპროტექსტო აქციას უერთდებიან.
პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ამირან ძოწენიძე "ქუთაისიპოსტთან"
საუბარში განმარტავს, აქციაზე წასვლა ორგანიზებულად არ მომხდარა.
"ქუთაისიდან 50- მდე ადამიანი წავიდა საპროტესტო აქციაზე. ჩვენ აქციის
იდეას ვუერთდებით და ვაცხადებთ, რომ ყოველი უცხოსადმი ზიზღი
საქართველოს დაღუპავს და უცხოელებზე შეტევა ძალიან სახიფათოა ჩვენი
ქვეყნისათვის," - განმარტავს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერი
წარმომადგენელი ამირან ძოწენიძე.
აქცია მოწოდებით, "არა რუსულ ფაშიზმს" თბილისში 23 ივლისს საღამოს 8
საათზე აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება.
"ამ აქციის მთელი არსი არის არა იმ პატარა მარგინალურ ჯგუფთან ჯიბრი,
არამედ ჩვენება ყველასთვის, რომ საქართველო არ არის სიძულვილის და
ძალადობის ქვეყანა. ჩვენება ხელისუფლებისთვის, რომ მის მიერ მართული
ეს ჯგუფები, გუშინ ბესელიამ პატრიოტი უწოდა კორკოტაშვილს, რომელიც
დღეს სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ უნდა იყოს, რომ ჩვენ არ
დავუშვებთ ქვეყანაში ასეთი ძალადობრივი გზით ადამიანების
ურთიერთობას," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს
სახელით საუბრის უფლება მოძალადე, მარგინალურ ჯგუფებს არ მისცეს.
"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული აქციის პარალელურად,
აღმაშენებლის გამზირზე, 19:00 საათისთვის კონტრაქცია დააანონსეს
"ქართველთა მარშის" წარმომადგენლებმა.
თუმცა, თბილისის მერიამ მათ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ
მიზანშეწონილად მიაჩნიათ "ქართველთა მარშის" წარმომადგენლებმა
აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად 23 ივლისს აქცია სხვა ადგილას
ჩაატარონ.
"ქართველთა მარშის" წარმომადგენლებმა აღმაშენებლის გამზირზე აქცია 14
ივლისს გამართეს. მათ მოითხოვეს, საქართველო დატოვონ არალეგალმა
მიგრანტებმა.
მასალის გამოყენების პირობები