ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე 6 სათამაშო მინი მოედნის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში მოედნებზე გზის ასფალტით
მოპირკეთება ხდება.
სპორტული მოედნები ნიკეას მე-2 შესახვევის ბინა N9, N21, N72/42, N60
და მე - 17 სკოლის მიმდებარედ N 1/2 ბინასთან ეწყობა.
სპორტული მოედნების მოწყობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან
ჯამში 210 ათასი ლარი იხარჯება.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში განმარტავენ, სამუშაოებს ტენდერში
გამარჯვებული კომპანიები "გლობალ სტანდარტ მშენი" და "თეგიკა
უნივერსალი" ასრულებენ. მათივე ინფორმაციით, სპორტული მოედნების
რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება.
ნიკეას მსგავსად, ქუთაისში მინი მოედნები სხვა ქუჩებზეც
რეაბილიტირდება. მთელი ქალაქის მასშტაბით სულ 32 მოედანი მოეწყობა,
რისთვისაც ჯამში 950 000 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები