21 ივლისს ქუთაისში აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება.
ამის შესახებ სს ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს და
აღნიშნავს, რომ შეზღუდვა ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი
პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ხდება.
"21 ივლისს 16:00-დან 20:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები არის
დაგეგმილი ქვესადგურ „მოწამეთაში“, რის გამოც ელენერგია დროებით
შეუწყდება დაახლოებით 980 აბონენტს ქ. ქუთაისში კლდიაშვილის, გელათის,
კიბულას, ტყიბულის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით
პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს
გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა
ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება,"
- აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში.
მასალის გამოყენების პირობები