წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან 7 თვეში, ქუთაისში,
მჭედლიძის ქუჩაზე ამორტიზებული გზის საფარის მოწყობა დღეს
დასრულდება.
მჭედლიძის ქუჩაზე მცხოვრებლების პროტესტიტის შემდგომ, რომლებმაც ცოტა
ხნის წინ ქუჩაზე რეაბილიტაციის დროული დასრულება მოითხოვეს,
სამუშაოები დაჩქარდა.
"გრეიდერები ღანის საათებშიც მუშაობდა და როგორც იქნა დღეს დასრულდება
გზის მოწყობა," - ამბობენ ადგილზე დასაქმებული მუშები.
მჭედლიძის ქუჩაზე, გზის საფარი მიმდინარე წლის დეკემბერში დაწყებული
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაზიანდა.
დაიზანებული გზის შეკეთება წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდგომაც
გაჭიანურდა, რადგან ტერიტორიაზე ქსელი კომპანია "სოკარის"
წარმომადგნელებმაც გამოცვალეს.
რეაბილიტაციის მიმდინარეობის პერიოდში, დაზიანებულ გზაზე მოსახლეობას
გადაადგილება უჭირდათ, ასევე უზიანდებოდათ კუთვნილი ავტომობილები, რაც
ადილობრივების კრიტიკის საგანი იყო.
გზის საფარის მოწყობის სამუშაოები ტერიტორიაზე თურქულმა
კომპანია"ესემკამ" განახორციელა.
ამავე თემაზე:
"ოცნება" ჩვენს ხმებს ვეღარ მიიღებს - ქუთაისში მოსახლეობა იმუქრება
(ფოტო)
ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარი ერთ თვეში
მოწესრიგდება
მასალის გამოყენების პირობები