20 ივლისიდან იმერეთის 133 600 აბონენტს ბუნებრივ აირზე გაზრდილი
საფასურის გადახდა მოუწევს.
სემეკის ინფორმაციით, რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი 2 თეთრამდე
გაიზარდა.
რეგიონებში "სოკარ ჯორჯია გაზის" 41 ტარიფი მოქმედებს, ხოლო "საქორ
გაზს" 11 ტარიფი აქვს, შესაბამისად, აბონენტებისთვის სხვადასხვა
რაიონში განსხვავებული ტარიფი იმოქმედებს.
"იმერეთში სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში ტარიფი 56. 94
იქნება, ხოლო "საქორ გაზის" აბონენტები 57.01 თეთრს
გადაიხდიან", - განუცხადეს ქუთაისიპოსტს სემეკში.
ახალი ტარიფები ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გაზის
მიმწოდებელი კომპანიების მოთხოვნის შესაბამისად დაადგინა.
ბუნებრივი აირის ღირებულება არ შეცვლილა "საჩხერე გაზის" 16 000
აბონენტისთვის, რადგან, სემეკის ინფორმაციით, ამ
კომპანიას მათთვის ფასის ცვლილების მოთხოვნით არ
მიუმართავს.
სემეკს ტარიფის ცვლილების მოთხოვნით სულ სამმა კომპანიამ - "სოკარ
ჯოჯია გაზმა" , "საქორ გაზმა" და "ყაზტრანსგაზმა" მიმართა.
ჯამში, საქართველოს მასშტაბით, ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ
აირზე გადასახადი 7-დან 11 თეთრამდე გაიზარდა.
შეცვლილი ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები