ქუთაისში, ერევნის ქუჩაზე საგზაო ნიშნის დანიშნულებით ორმო ჯოხით
მონიშნეს.
ამ ხერხს ადგილობრივებმა ამორტიზებული გზის მონაკვეთზე ჩავარდნისგან
დასაცავად მიმართეს.
როგორც ერევნის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, ქუჩის ვიწრო მონაკვეთზე
ავტომობილები ხშირად გადაადგილდებიან და ორმოში ვარდებიან.
"ადამიანი ახლა ამ ჯოხით ხვდება, რომ გვერდი უნდა აუაროს," -
განმარტავენ ბალახვნის დასახლებაში მცხოვრებლები.
მათივე ინფორმაციით, ქუჩაზე გზის საფარი ორი კვირის წინ ჩავარდა. გზის
რეაბილიტაციის მიზნით, ადგილობრივება დახმარებისთვის ქუთაისის მერიას
განცხადებით ერთი კვირის წინ მიმართეს.
"იქნებ იჩქარონ და დროულად შეაკეთონ გზა, რადგან ეს ორმო საფრთხეს
უქმნის ტერიტორიაზე გადადგილებას," - აცხადებენ ერევნის ქუჩაზე
მცხოვრებლები.
ქუთაისის მერიაში ადასტურებენ, რომ გზის ორმოული შეკეთების მოთხოვნით
ერევნის ქუჩიდან განცხადება შევიდა.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკლვლევა, თუ ვინ უნდა
მოაწესრიგოს ქუჩაზე არსებული გზა.
"დაწყებულია მოკვლევა ამ საკითხზე, თუ წყლის მილია დაზიანებული, მაშინ
წყალმომარაგების კომპანიამ უნდა შეაკეთოს, ხოლო თუ სანიაღვრე სისტემის
მიზეზითაა ჩავარდნილი, მაშინ მერიამ,"- ამბობენ ადგილობრივ
თვითმმართველობაში.
მერიაში ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ქუჩაზე გზის
ორმოული შეკეთება მალე განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები