ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე # 21 ბინაში კორპუსიდან
პარაპეტი ჩამოიშალა.
შენობას პარაპეტი რამდენიმე დღის წინ მოწყდა. კორპუსიდან ასევე, ცვივა
კედლის ბათქაში.
ადგილზე მივიდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის
ორგანიზაციის ხელმღვანელი გოგი წულაია და მერიას პრობლემით
დაინტერესებისკენ მოუწოდა.
"ცვივა ქვები და არა მარტო აქ. სანამ კიდევ უბედურება დატრიალებულა,
კეთილი ინებეთ და სრული პასუხისმგებლობა ამ საკითხზე აიღეთ. გააკეთეთ
ისე, რომ ადამიანებმა მშვიდობიანად იარონ ტროტუარებზე", - ამბობს
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის
ხელმღვანელი გოგი წულაია, რომელმაც ადგილზე ბრიფინგი გამართა და
მერიას პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
წულაიას პროტესტს არ შეერთებია ადგილობრივი მოსახლეობა. მათ მომხდარზე
საუბარი არც მედიასთან ისურვეს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მერიის საბინაო სამსახურში
თანადაფინანსების პროგრამა უკვე დიდი ხანია მოქმედებს, რომლის
ფარგლებში ობიექტების რეაბილიტაცია ხდება. ხარჯების 90 %-ს
მერია, 10 %-ს კი ბინის მცხოვრებლები
იხდიან. მათივე თქმით, ზემოთ აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს ამ პროგრამით სარგებლობის თაობაზე განცხადებით არ მოუმართავთ.
ქუთაისში 5 თვის წინ აბაშიძის #
10–ში მდებარე კორპუსიდან პარაპეტის ჩამონგრევას 12 წლის
გოგონას სიცოცხლე
ემსხვერპლა.
ქუთაისში
130-ზე მეტი ავარიული სახლია აღწერილი.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში
კორპუსიდან გადმოვარდნილ აგურს 12 წლის გოგონას სიცოცხლე
ემსხვერპლა
კედლის ნაწილი,
რომელმაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ძველ კორპუსს
მოწყდა
კორპუსი, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა, ბოლოს 2012 წელს
შეკეთდა
რა
მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსები ქუთაისში
(ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები