ქუთაისში, მიქელაძე მეველეს ქუჩაზე სატვირთო ავტომანქანა მაღაზიაში
შევარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქუჩაზე
მდებარე მაღაზიას დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში
გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის
276–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც სხეულის დაზიანება
გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები