ქუთაისში თეთრ ხიდის
ამორტიზებული ხის საფარი "თავისუფალი
საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი
წულაიამ გააპროტესა.
მისი თქმით, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა არამხოლოდ
ადგილობრივებს აწუხებს, არამედ ქალაქს ტურისტების თვალშიც პრესტიჟს
უკარგავს.
"ტურისტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქუთაისში მეორეს აღარ
დაბრუნდებიან. ამ დასკვნამდე იქიდან გამომდინარე ასკვიან რომ ხედავენ
ქალაქს პატრონი არ ჰყავს. ტურისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ადგილია თეთრი ხიდი და ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს," -
ამბობს გოგი წულაია.
ის ადგილობრივ ხელ
ისუფლებას მოუწოდებს, რომ ხიდის რეაბილიტაცია
დროულად მოხდეს.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში განმარტავენ,
წულაიას ბრალდებები უსაფუძვლოა და თეთრი ხიდის რეაბილიტაცია უკვე
დაგეგმილი აქვთ.
"საპროექტო სამუშაოები დაწყებულია და წელს თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო
სამუშაოები დაიწყება. თითქმის ყველა თემა რაც გოგი წულაიამ თავის
სასრგებლოდ გამოიყენა მოქალქეების მოტყუებისკენ იყო მიმართული და
გასართობ შოუებზე გათვლილი, რადგან ლოკაციები სადაც ის მივიდა და
,,კონცერტი" მოაწყო წლევანდელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არის
გათვალისწინებული. მისი ზღვარს გადასული პერფორმანსები მხოლოდ
კომედიური შოუებისთვისაა გათვლილი," - აცხადებს ადმინისტრაციული
სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია.
თეთრ ხიდზე ამოყრილი ხის საფარის მოწესრიგება ადგილობრივებმა ერთი
კვირის წინ მოითხოვეს.
ქუთაისში თეთრ ხიდზე ხის ფილები 2011 წელს დააგეს. აკაციის ჯიშის ხის
საფარს რეაბილიტაცია 4-5 წელიწადში ერთხელ ესაჭიროება.
ამავე თემაზე:
ამოყრილი ხის საფარი თეთრ ხიდზე - მოსახლეობა ხიდის
გამაგრებას მოითხოვს
მასალის გამოყენების პირობები