ქუთაისში, მჭედლიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
განახლდა. ტერიტორიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაახლოებით
ათი დღის წინ, ბუნებრივი აირის მილების გამოცვლის გამო
შეჩერდა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტერიტორიაზე თურქული კომპანია"ესემკა"
ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენლები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
განმარტავენ, რომ მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა 10
დღეში უნდა დასრულდეს.
მჭედლიძის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო გზის საფარი უკვე
8 თვეა ამორტიზებულია.
აღნიშნული საკითხი არაერთხელ გახდა
მჭედლიძის ქუჩის მცხოვრებლების უკამაყოფილების საგანი.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია შეჩერდა
- მოსახლეობა სამუშაოების დროულ დასრულებას ითხოვს
"ოცნება" ჩვენს ხმებს ვეღარ მიიღებს - ქუთაისში
მოსახლეობა იმუქრება (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები