ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობა 10 დღეში
დასრულდება. სამუშაოებს "ქუთსერვისგრუპი" ახორციელებს.
სანიაღვრე სისტემა მინისტარის ქარხნიდან სასტუმრო "თბილისის"
მიმდებარე ტერიტორიამდე იცვლება. რეაბილიტაციის ფარგლებში სანიაღვრე
ქსელის ბეტონის კონტრუქციებით ეწყობა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი სამუსაოებს
დაჩქარებული ტემპით ასრულებენ.
"ღამის საათებშიც მუშაობენ ტერიტორიაზე და ქუჩაზე მალე იქნება
მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა," - ამბობს "ქუთსერვისგრუპის"
ხელმძღვანელი გელა გაგუა.
მისივე ინფორმაციით, სანიაღვრე ქსელის ექსპლოატაციასა და სარემონტო
სამუშაოებზე კომპანიის ბიუჯეტიდან ჯამში 315 ათასი ლარი იხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები