ქუთაისში, მაკდონალდსის საზეიმო გახსნაზე, მისმა გენერალურმა
დირექტორმა, თენგიზ კაპანაძემ განაცხადა, რომ მათი ახალი რესტორანი,
ქუთაისის ცენტრალური უბნის არქიტექტურასთან ბალანსშია.
"მაკდონალდსის" დირექტორის, თემურ ჭყონიასგან განსხვავებით, რომელმაც
განაცხადა, რომ მისთვის რესტორნის მშენებლობის გამო მოსახლეობის
პროტესტის შესახებ ცნობილი არ არის, კაპანაძე
ამბობს, რომ პროტესტზე გაუგია.
"როგორ არ გამიგია. ჩვენ არაფერი გვაქვს საზოგადოების
საწინააღმდეგო. ევროპის ქალაქებში ყველგან ცენტრშია მაკდონალდსი. ეს
არის აპრობირებული სქემა ჩვენი რესტორნების გახსნის. ჩვენ გვქვს
ის სტანდარტები, რომელსაც მსოფლიოში მისდევს მაკდონალდსი. თუ
შეხედავთ, აქ არქიტექტურული ბალანსია და არა დისბალანსი. სუბიექტური
აზრი კი ყველა ინდივიდს გააჩნია", - ამბობს თენგიზ კაპანაძე.
ქუთაისის ცენტრში მაკდონალდსის მშენებლობას საზოგადოების
მწვავე პროტესტი მოჰყვა.
მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციები და
პოლიტკური წრეები აქციებსაც მართავდნენ.
მკდონალდსმა დღეს ქუთაისში მეორე, საქართველოში კი მე-12 რესტორანი
გახსნა.
პრეზენტაციაზე ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმაში
კიდევ 10 რესტორნის გახნა აქვთ.
ამავე თემაზე:
ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას
აპროტესტებენ
გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის
უზნეობის გამოვლენა
გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე
გვექნება
ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს
ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე –
გამოკითხვა (ვიდეო)
ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ
განუხილავს
მასალის გამოყენების პირობები