არა მცოცავ ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია, შეჩერდი რუსეთო - ამ და სხვა
ლოზუნგებით გაიმართა აქცია მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ
ქუთაისში.
აქცია ცენტრალური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობით დაიწყო.
აქციის მოანწილეებმა გააქტიურება განსაკუთრებით ახალგაზრდებს
მოუწოდეს.
რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ პროტესტი დაახლოებით 30-მდე
ადამიანმა გამოხატა.
"მოვუწოდებ ახალგაზრდებს გააპროტესტონ ოკუპაცია. მთავრობას მოვუწოდებთ
საერთაშორისო ასპარეზზე რაც შეიძლება მეტად იაქტიურონ. დღეს, მთავარი
თემა უკრაინაა კონფლიქტებთან მიმართებაში და საქართველო მეორე
პლანზეა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ირაკლი გვალია.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოს
ომის შედეგად მოხდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მოსაზღვრე
ადგილებზე რუსეთის საოკუპაცია ძალები დღემდე ახორციელებენ ე.წ.
საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟს.
მასალის გამოყენების პირობები