დასაქმების ონლაინ პლატფორმა "ციფრული მოქალაქე" მსურველთა
გადამზადებას იწყებს.
იმ ადამიანებს, რომლებსაც სახლიდან გაუსვლელად დასაქმების სურვილი
აქვთ, რეგისტრაციის გავლა რეგიონებში შექმნილ ტექნოცენტრებში
მიმდინარე წლის აგვისტოდან შეეძლებათ.
კერძოდ, ბენეფიციარების გადამზადება 2017 წლის 18 სექტემბერს იწყება,
მსურველთა რეგისტრაცია კი 2017 წლის 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე
გაგრძელდება.
გადამზადებისთვის ტრენინგ-სემინარები ოქტომბრიდან ჩატარდება.
იმერეთის რეგიონში "ციფრული მოქალაქის" პროექტი პირველად წყალტუბოს
მუნიციპალიტეტში ხორციელდება, სადაც ციფრული გადამზადების ცენტრი
წყალტუბოში ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში მოეწყობა.
"ეს იქნება შანსი ახალგაზრდებისათვის, მიიღონ ცოდნა და დასაქმდნენ,"
-ამბობს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი.
პროექტი "ციფრული მოქალაქე" კადრების დისტანციურად დასაქმებას
გულისხმობს. ამ ფორმით დასაქმებულ პირებს "ფრილანსერებს"
უწოდებენ.
ეს დასაქმების ის ფორმაა, როდესაც მსხვილი, თუ მცირე კომპანიები
მათთვის სასურველ კადრს, შტატში აყვანის გარეშე, დისტანციურად
სთავაზობენ სამსახურს. დაქირავებული კი, სამუშაოს სახლიდან
გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით ახორციელებს.
"ციფრული მოქალაქე" წყალტუბოს მსგავსად, თერჯოლაში, ჭიათურაში,
სამტრედიასა და ხონშიც შეიქმნება.
ამავე თემაზე:
სამუშაო სახლიდან გაუსვლელად - იმერეთში დასაქმების ახალი პლატფორმა
იქმნება
მასალის გამოყენების პირობები