ქუთაისის მერია ლიფტების რეაბილიტაციას გეგმავს.
ქალაქში სხვადასხვა უბნებში მდებარე 5 კორპუსში ლიფტების რეაბილიტაციისთვის მერიამ 118 753 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვა (შPA170009685), მიმდინარე წლის 13 ივლისს გამოცხადდა, სადაც განაცხადების მიღება 29 ივლისს დაიწყება და 4 დღეში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ლიფტების რეაბილიტაცია მოხდება
ნიკეას ქუჩა N 21 კორპუსის პირველ, ნიკეას ქუჩა N 30 კორპუსის პირველ,
სულხან საბას გამზირი N35 კორპუსის მე-4, ლეონიძის ქუჩა N4ა კორპუსის
პირველ და ხარებავას ქუჩა N4 კორპუსის მე-4 სადარბაზოებში.
მასალის გამოყენების პირობები