ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოწყობისთვის ინტენსიური
სამუშაოები, რაც კამპუსების მშენებლობას ითვალიწინებს, აგვისტოს
ბოლოდან დაიწყება -
ამ ინფორმაციას ქუთაისიპოსტს ფონდი "ქართუს" პროექტების ხელმძღვანელი,
ვახო ცაგარელი აწვდის. მისივე თქმით, ამ დროისთვის უნივერსიტეტის
დეტალური არქიტექტურის დამუშავება მიმდინარეობს, რომელიც დაახლოებით
ერთ თვეში დასრულდება.
"ხოლო გრუნტის მომზადება, არხის რეაბილიტაცია და ჭაობის დაშრობის
სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყება. გერმანელი პარტნიორები
არქიტექტურისა და კონცეფციის დამუშავებაში გვეხმარებიან", - ამბობს
ვახო ცაგარელი.
ადგილზე, სადაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა მოეწყოს, ამ
დრომდე გაკეთდა ჭაბურღილი, გეოლოგების მიერ მოხდა მიწის მდგრადობის
დადგენა, მოიხრეშა მიმდებარე ტერიტორია.
ფონდი "ქართუს" პროექტების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 115 მეტრ
სიღრმეზე სუფთა წყალი იპოვეს.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში
გამარჯვებული კომპანია შეასრულებს.
არაშენებულ უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
19 ივლისს დაუნიშნეს.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის პროექტის
პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით
ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა,
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც
დაესწრო.
იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები
არავის დაუკონკრეტებიათ. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა
სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000
სტუდენტზე იქნება გათვლილი.
პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი
სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150.
ამავე თემაზე:
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება
(ვიდეო)
უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)
ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო
ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის
პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის
ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი
პროფესორები იმუშავებენ
"არც ერთი ხე არ
მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
მშენებლობაზე
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)
არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ
უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დაინიშნა
მასალის გამოყენების პირობები