პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე, რომელიც
დღეს ჩატარდა, ქუთაისში1 200-მდე პედაგოგი
დარეგისტრირდა. თუმცა, გამოცდაზე 288 არ გამოცხადდა.
გამოცდები ქუთაისში #1, #41-ე და #17-ე საჯარო სკოლებში
მიმდინარეობდა.
"ქუთაისში დარეგისტრირებული პედაგოგების მხოლოს 76% მოვიდა", -
განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
საქართველოს მასშტაბით, 22 საგამოცდო ცენტრში, დღეს პედაგოგების და
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები ჩატარდა.
ქვეყნის მასშტაბით, დარეგისტრირებული 7500 პედაგოგიდან 2 250
გამოცდაზე
არ გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები