საქართველოს პრემიერი-მინისტრი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლთა ძირითად ნუსხაში გელათის დაბრუნებას გამოეხმაურა.
ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა ქართველისთვის - ასე შეაფასა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში გელათის სამონასტრო
კომპლექსის დაბრუნება.
"მოგეხსენებათ, 2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე
სამუშაოები
დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც
ბაგრატის, ასევე გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი
კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დღეს ჩვენ პრაქტიკულად დავაბრუნეთ გელათი
ამ ნუსხაში. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის
ნომინაციაში შეტანის მიმართულებით გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები. რა
თქმა უნდა, ბაგრატს ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შევეცდებით,
ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ იუნესკოს, რაც ვფიქრობთ,
მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 12 ივლისის
მთავრობის
სხდომაზე.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგრატის
ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღებულია. მიმდინარე
წლის 9 ივლისს, კომიტეტმა ბაგრატი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების
ნუსხიდანაც ამოიღო, რომელშიც ტაძარი მისი რეაბილიტაციის შემდეგ
აღმოჩნდა. მისთვის კვლავ სტატუსის მინიჭება კი აღარ მოხდა.
ამავე თემაზე:
ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის
ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო
ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის (ვიდეო)
ბაგრატის ტაძრის გუმბათს, საიდანაც წყალი ჩამოდის,
რეაბილიტაცია
ჩაუტარდება
მასალის გამოყენების პირობები