13 ივლისს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საქველმოქმედო
კონცერტს უმასპინძლებს.
კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის სპექტრის
მქონე 7 წლის ეკატერინეს და თავის ტვინის ტრამვის პრობლემის მქონე 4
წლის თემუკას აბილიტაციის კურსს.
თემუკამ მრავლობითი დარღვევა წარუმატებელი ოპერაციის შემდგომ მიიღო,
ხოლო ეკატერინეს ვერბალურ-ქცევითი თერაპია ესაჭიროება.
პატარებისთვის კონცერტი ოპერისა და ბალეტის სოლისტების მონაწილეობით
გაიმართება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 5 ლარია.
საქველმოქმედო საღამო 7 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები