ქუთაისში "McDonald's"-ის მეორე რესტორანი 14 ივლისს
გაიხსენება, ამის შესახებ "McDonald's"-ის
ფესიბუქ გვერდზე არის მითითებული.
"14 ივლისს, ქუთაისში მაკდონალდსის ახალი რესტორანი იხსნება. 6
საათიდან ნიაზ დიასამიძის კონცერტით დავიწყებთ.
შემდგომ დაუკრავს
DJ. ხოლო დასასრულს კი გრანდიოზული ფოიერვერკით აღვნიშნავთ",
- აღნიშნულია რესტორნის ფეისბუქგვერდზე
"თ და კ რესტორნების" წარმომადგენლის ინფორმაციით, ნიაზ
დიასამიძის კონცერტი ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე გაიმართება, რის
გამოც, გადაიკეტება ცენტრალური გზა, ხოლო მოქალაქეთა
უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
სპეციალურად "McDonald's"- ის მეორე რესტორნის გახსნისთვის გამართული
კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება.
ქუთაისში აღაშენებლის მოედანზე "McDonald's"-ის ახალი რესტორნის
მშენებლობისთვის ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროსა და შპს "თ და კ
რესტორნებს" შორის გაფორმდა.
კომპანიამ ცენტრალურ მოედანზე 1 416 კვ.მ ფართი შეიძინა, რაშიც 885
000 ლარი გადაიხადა. თანხა სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში
გადაირიცხა.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ
საპრივატიზებო თანხის გარდა, საინვესტიციო თანხა 2 800 000 ლარს
შეადგენს, რაც "McDonald's"-ის სწრაფი კვების ობიექტის აშენებას და
მის აღჭურვას უნდა მოხმარდეს.
ქუთაისში "McDonald's"-ის ახალი რესტორნის მშენებლობა ქალაქში
მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა
და მოქალაქეებმა არაერთჯერ
გააპროტესტეს. ისინი ცენტრალურ მოედანზე ახალი კვების ობიექტის
მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.
ამავე თემაზე:
"მაკდონალდსის"
შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები ქუთაისში
ქუთაისში "McDonald's"-ის გახსნაზე ცენტრალური
მოედანი გადაიკეტება
მასალის გამოყენების პირობები