ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში მედიატური
მოეწყო. ობიექტი ირაკლი აბაშიძის ქუჩა
#20-ში მდებარეობს.
მედიის წამომადგენლებს არქივის საცავებისა და საგამოფენო დარბაზის
ნახვის საშუალება მიეცათ.
შენობაში მეგზურობა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ
და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა
გაწიეს.
არქივი ხუთსართულიან შენობას წარმოადგენს. თითო სართულზე თითო
საცავია. საცავები რეგიონებისა და ქრონოლოგიის მიხედვით არის
გადანაწილებული. მთლიანად შენობა 4000 კვ.მ-ს მოიცავს.
ქუთაისის ცენტრალური არქივის
საცავი
"აქ განთავსდება როგორც იმერეთის 12 რეგიონის, ასევე
რაჭა- ლეჩხუმიდან ჩამოტანილი მასალები. დოკუმენტები არის დროებითი და
მუდმივი შესანახი. არქივში დაცულია როგორც
დაწესებულება-ორგანიზაციების მიერ შექმნილი დოკუმენტები, ასევე
ისტორიული ხასიათის მასალები მე-18 საუკუნიდან დღემდე", - აღნიშნა
თეონა იაშვილმა.
არქივსაცავები აღჭურვილია თანამედროვე ვენტილაცია-კონდიცირებისა და
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.
შენობააში არის კვლევითი სივრცეები ასევე საგამოფენო დარბაზი, სადაც
წარმოდგენიი იყო არქივის ყველაზე ძველი მასალები.
ქუთაისის ცენტრალური არქივის
საგამოფენო დარბაზი
გამოფენილი იყო როგორც ორიგინალები, ასევე, ასლები: მეფეთა სიგელები,
ცნობილი ადამიანების ხელნაწერები, ნათი ნიშნები გიმნაზიაშ სწავლის
პერიოდში. თეთრი ხიდისა და კინოთეატრ "რადიუმის" პროექტები და
ა.შ.
მეფე სოლომონ I-ის სიგელები
ქუთაისის თეთრი ხიდისა და კინოთეატრ „რადიუმის“
პროექტები
ასევე, წარმოდგენილი იყო ფოტომასალა და სოციალური შინაარსის პლაკატები
„ნუ გაათხოვებ მცირეწლოვან ქალებს!“.
1928 წლის პლაკატი
"ქუთაისი ცენტრალურ არქივს პირველად აქვს სპეციალური შენობა, სადაც
დაცული არის დოკუმენტები. შესაბამისად მნიშვნელოვანი შენაძენია"-,
აღნიშნა მიხეილ სარჯველძემ.
ქუთაისის ცენტრალური არქივის საცავი. პირველი სართული
არქივი ოფიაციალურად 12 ივლისს
გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები