გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 10 - 12 ივლისს მზიანი
ამინდია ნავარაუდევი. ჰაერი კი, 25 - 28 გრადუსამდე გათბება.
ხოლო 13 - 14 ივლისს ჰაერი 32 გრადუსამდე გათბება.
"კვირის განმავლობაში ამინდი არამდგრადი იქნება. 14 ივლისის მეორე
ნახევრიდან ამინდი გაურესდება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექიც.
გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი", - განმარტავს
გარემოს ეროვნული სააგნტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელძღვანელი, დოდო გვაზავა.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 16 ივლისიდან
გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები