ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საშუალო კლასის სასტუმროს
მშენებლობა იგეგმება.
სასტუმროს დატვირთვას, ძირითადად, აეროპორტი განსაზღვრავს, რადგან
ნომრებით სარგებლობა ჩამოსულ ტურისტებს ან მგზავრებს შეეძლებათ.
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, სასტუმრო 50 ადგილიანი იქნება და მას
დეველოპერული კომპანია GDG ააშენებს.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება და 2
წელიწადში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები