გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
ნალექი მიმდინარე წლის 7 ივლისს საღამოს საათებში შეწყდება.
სინოპტიკოსების ცნობით, 8 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში
გამოიდარებს და ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.
"8 ივლისს ველოდებით გამოდარებას, მზიანი ამინდს ვვარაუდობთ 9
ივლისსაც, თუმცა, შესაძლებალია იყოს ხანმოკლე წვიმა", -
განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 10-დან 14 ივლისის
ჩათვლით ტემპერატურა მოიმატებს. ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება.
მასალის გამოყენების პირობები