ქუთაისში, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია
იგეგმება.
ამ მიზნით, ქუთაისის მერიამ 50 000 ლარის ღირებულების
ტენდერი ოთხ ივლისს გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება 20
ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაზე
გამარჯვებულმა კომპანიამ ორი ობიექტი, ჩხობაძის ქუჩა #43-ის წინ და
თაბუკაშვილის ქუჩა #2-ში (მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი) მარტივი
ტიპის მოედანი უნდა მოაწყოს.
"მიმწოდებელი" ვალდებულია სპორტული მოედნების მოწყობა ხელშეკრულების
დადებიდან 2017 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით უზრუნველყოს.
ის, ასევე, ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი
კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს.
სატენდერო დოკუმენტაციაში (SPA170009159) წერია, რომ ტენდერში
მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს სპორტული მოედნების
მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები