ახალი ამბები
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის შენობის პირველი სართულის ნაწილი აუქციონზე სხვისდება
FaceBook

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრაციამ შენობის პირველი სართულის ნაწილი აუქციონზე გამოიტანა.

ფართის საწყისი ღირებულება 600 ლარია.ვაჭრობის ბიჯი კი 500 ლარიდან იწყება.

აუქციონის პირობების მიხედვით, ფართის შემსყიდველ კომპანიას სარგებლობაში გადაეცემა რუსთაველის გამზირი N9ა,-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის ნაწილი, რომლის ფართობი 3.0 კვ.მ ია.

იმისთვის, რომ კომპანიამ აღნიშნულ აუქციონში გაიმარჯვოს ტურიზმის სფეროში არანაკლებ 18 თვიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ქონდეს, ასევე,  უნდა იყოს მოქმედი ტურისტული კომპანია და გააჩნდეს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების დოკუმენტაცია სერტიფიკატი, დიპლომი.

აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს მისთვის გადაცემული ფართის სივრცითი მოწყობა, შესაბამისი ინვენტარით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს წინასწარ ააიპ "ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან".

აუქციონში გამარჯვებულმა, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში უნდა განახორციელოს ტურისტების, როგორც შემოყვანა საქართველოში ასევე გაყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ.

გამარჯვებულ კომპანიას ფართი სარგებლობაში 5 წლის ვადით გადაეცემა. აუქციონი, რომელიც 3 ივლისს გამოცხადდა, 8 ივლისს 12:00 საათზე დასრულდება. 

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ტატო ლილუაშვილი განმარტავს, რომ კაფე-ბარის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და ქართული სუვენირების მაღაზიის მოსაწყობად ფართებს აუქციონზე უახლოეს მომავალში გამოიტანენ.

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2 მაისამდე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო განთავსებული. ცენტრისთვის  "მირზაანის" ყოფილი შენობა მერიამ 2015  წელს შეიძინა, ხოლო  ობიექტის მოსაწყობად  სახელმწიფო შესყიდვა  გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯევბულ კომპანიად შპს "პარმარი" დასახელდა. კომპანიამ ობიექტის კეთილმოწყობის სანაცვლოდ ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო.

ამავე თემაზე:

არგო, ზღვა და მზე - ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მოხატული კედელი (ფოტო)


ქუთაისის მერიამ "მირზაანის" შენობა შეიძინა

ქუთაისში ტურისტული ცენტრის გახსნაზე ლენტი განჯის მერმა გაჭრა

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის ნაწილს აუქციონზე გაიტანენ

ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა 2 მაისიდან ამ დრომდე 600 ტურისტი მიიღო

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.