მიმდინარე წლის 6 ივლისს ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგის
საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სლოვაკეთის "ტრენჩინისთან"
გამართავს.
დღეს კი, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრეთნელმა მარტინ შეველამ რამაზ
შენგელაიას სახელობის სტადიონის საკონფერნციო დარბაზში პრესკონფერნცია
გამართა. მისი შეფასებით, ხვალიდელი მატჩი რთული იქნება.
"გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. "ტორპედოს" კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს.
განსაკუთრებით მეკარე, როინ კვასხვაძე და ფორვარდი, ქიმაძე.
თუმცა, პირველი შეხვედრის დროს, ჩვენმა გუნდმა მეორმოცე წუთიდან
რეალური ძალა ვაჩვენეთ. "ტორპედოელებს" ფიზიკური ძალა არ ეყოთ და
შესაძლოა, ეს იყო მათი წაგების მიზეზი", - განაცხადა მარტინ
შეველამ.
პრესკონფერენციას სლოვაკეთის "ტრენჩინიში" მოთამაშე ქართველი
ფეხბურთელი, გიორგი ბერიძეც ესწრებოდა.
"ემოციურია ჩემთვის აქ თამაში. ფორმაში ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და
ხვალაც მოგებისთვის ვემზადები", - ამბობს გიორგი ბერიძე.
"ტრენჩინის" ფეხბურთელები მატჩის წინ "ტოპრედოს" სატადონზე
ივარჯიშებენ. უცხოელი ფეხბურთელები წყალტუბოს სასტუმრო "პალაზაში"
არიან დაბინავებულები.
მატჩი 6 ივლის 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგის
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა
წაგებით დაასრულა.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება "ტორპედომ" გასულ
წელს მოიპოვა. 2016 წლის 23 ნოემბერს გუნდი
დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები