ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად, 5 ივლისს ციციაშვილის
ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის გაჭედვის გამო ორი სახლი
დაიტბორა.
ციციაშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, გელათის ქუჩიდან სანიაღვრე
სისტემაში ნაგავი იყრება, რამაც მილის გაჭედვა გამოიწვია.
"მეზობლები მთელი ღამე მეხმარებოდნენ სახლში წყლის გაწმენდაში. ღამის
სამი საათი იყო, რომ შემოგვივარდა წყალი, იმხელა იყო, რომ
"პლასტიკატი" გამოაგდო", - ამბობს დაზარალებული, ქეთევან
მამრიკიშვილი.
მის გარდა, მსგავსი პრობლემა შეექმნა ამავე, ქუჩაზე მცხოვრებ ეკა
გურულის ოჯახსაც. მისი თქმით, მას ეს პრობლემა წლებია აწუხებს.
"ელემენტარული ტრაქტორი ვერ გამოყვეს. ჩვენ ავკრიბეთ მთელმა უბანმა
ფული და გავწმინდეთ, მაგრამ ყოველ წელიწადს?", - ამბობს ეკა
გურული.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სახლი სანიაღვრე სისტემაზეა
აშენებული. რაც შეეხება, სანიაღვრე სისტემების გაწმენდას, მათი თქმით,
ის უახლოეს მომავალში გაიწმინდება.
მასალის გამოყენების პირობები