ქუთაისის აეროპორტში ქუთაისი-ბერლინის რეისი არ შესრულდა (ვიდეო)
09:53 / 05.07.2017
ქუთაისისი საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-ბერლინის რეისი
გადაიდო.
რეისი დღეს დილის 06:00 საათზე უნდა შესრულებულიყო.
რეისის გადადებას მგზავრთა უკმაყოფილება მოჰყვა და აცხადებენ, რომ ამ
დრომდე არ იციან როდის შესრულდება ბერლინის მიმართულებით ავიარეისი.
მათი თქმით, რეისის გადადება მათთვის ხელისშემშლელია, რადგან ბერლინში
სასტუმროებში განხორციელებული ჯავშნების გაუქმება უკვე
დაგვიანებულია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია
"ვიზეაირის" რეისი, რომელიც მემინგენიდან - ქუთაისის, მიმართულებით
სრულდებოდა უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
შესრულდა, რის გამოც მგზავრების ნაწილი თბილისში დარჩა.
მათი თქმით, ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები
სასტუმროებში გადანაწილდნენ.
აეროპორტში ამ დრომდე არ იციან როდის შესრულდება რეისი. მათი თქმით,
ისინი კომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას ელოდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები