ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე ავტოპარკირების დამატებით ამკრძალავი
ნიშნის დადგმას და პატრულის მიერ ტერიტორიის გაკონტროლებას
ითხოვენ.
"პატრულმა გააკონტროლოს თბილისის ქუჩაზე აკრძალული
პარკირება. ერთი ამკრძალავი ნიშანი კი არის, მაგრამ
ვინ აქცევს ყურადღებას, არც მოქალაქეები უყურებენ და არც
პატრული აკონტროლებს. ამიტომ აუცილებელია ქუჩაზე დამატებით
დაიდგას ამკრძალავი ნიშანი და გაკონტროლდეს პატრულის მიერ," -
განმარტავენ ადგილობრივები.
მათი თქმით, ტერიტორია უკანონო უკანონო პარკირების ადგილადაა ქცეული,
რაც მათ პრობლემებს უქმნით.
"ისედაც ვიწრო ქუჩაა და მანქანებითაა ჩახერგილი, ზოგიერთ მძღოლს
ტროტუარიც კი დაკავებული აქვს, მთელი დღე ტოვებენ მანქანებს და არის
სავალი სივრცე ჩაკეტილი. ვითხოვთ მერია დაგვეხმაროს და დადგან ნიშანი,
რომ აქ დგომა დაუშვებელია," - ამბობენ თბილისის ქუჩაზე
მცხოვრბელები.
"აქ ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა, იმიტომ რომ სამოძრაო ადგილი აღარ
რჩება არც ქვეითებისთვის და არც მანქანებისთვის. ავტომობილები ორივე
მხრიდან ჩამწკრივებულია და დარჩენილ გზის მონაკვეთზე ისე სწრაფად
დარბიან მძღოლები, რომ ფეხით გავლაც სახიფათოა," - ამბობს თბილისის
ქუჩაზე მცხოვრები ლიანა ტომარაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნით მოსახლეობამ ჯერ
შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს.
"შეიტანონ განცხადება თავიანთი მოთხოვნით. მათი თხოვნის
დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ მოგვივა მოთხოვნა შსს- დან, რის
შემდეგაც, ქუჩაზე პარკირების ამკრძალავი ნიშნის დადგმას ჩვენ
ვუზრუნველვყოფთ," - ამბობენ მერიაში.
"ქუთაისიპოსტმა" თბილისის ქუჩაზე მცხოვრებლებს მერიის მიერ გაცემული
პასუხი შეატყობინა. ადგილობრივების თქმით, ისინი უახლოეს მომავალში
თავიანთ მოთხოვნას წერილობით გაუგზავნიან.
მასალის გამოყენების პირობები