ლადო მესხიშვილის პროფესიული დრამატული, მელიტონ ბალანჩივაძის
სახელობის ოპერის თეატრი და იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო თეატრები
სეზონს ივლისის ბოლოს დახურავენ.
ლადო მესხიშვილის პროფესიული დრამატულ და თოჯინების თეატრებში ჯერ
გადაწყვეტილი არ არის რომელი სპექტაკლებით დაასრულებენ სეზონს.
მესხიშვილის თეატრში შესაძლებელია სეზონის ბოლოს პრემიერაც შესთავაზონ
პუბლიკას.
სამაგიეროდ, ოპერის თეატრი ტრადიციისამებრ ზაქარია ფალიაშვილის
"აბესალომ და ეთერით" დაასრულებს 48-ე სეზონს.
მასალის გამოყენების პირობები