გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 3-4
ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება.
ტემპერატურა კი 38-40გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსების
ვარაუდით, ცხელი ამინდი დასავლეთ საქართველოში 5 ივლისამდე
შენარჩუნდება.
"5 ივლისს სანაპირო რაიონებში და დასავლეთ საქართველოს მთელს
ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, რაც გამოიწვევს
ტემპერატურის დაკლებას" - განმარტავს, გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გავზავა.
მისი თქმით, ნალექიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში 8 ივლისის
ჩათვლით შენარჩუნდება, ჰაერი კი 27-30 გრადუსამდე გათბება.
მასალის გამოყენების პირობები