"პოსტი არის ცილისმწამებელი, სატანის მსახურები ხართ თქვენ"- ასე
მოგვმართა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლტმა მეუფე კალისტრატემ,
როცა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ
ფოტოსთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება ვთხოვეთ.
საუბარია, ბაგრატის ტაძარში გადაღებული ფოტოზე, სადაც ტაძრის
საკურთხეველში, ექვს საფეხურიან მაღალ დასაჯდომელზე ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ზის.
ჩვენ შევეცადეთ თავად მეუფისგან გაგვეგო მისი მაღალ დასაჯდომელზე
დაჯდომის მნიშვნელობა. თუმცა, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისგან
სიტყვიერი შეურაცხყოფა მივიღეთ.
"დავარღვიე რამე? ყველაფერი კანონიკაშია", - ასეთი პასუხი მიიღო
ქუთაისიპოსტმა მეუფე კალისტრატესგან, ბაგრატის ტაძარში საკვირაო
მღვდელმასახურების ჩატარების შემდეგ.
ლიტურგიკის მიხედვით, მაღალი დასაჯდომელი ადგილი საკურთხევლის
აღმოსავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილში - შემაღლებულ ადგილას დგას
სავარძელი მღვდელმთავრისთვის. ის სიმბოლურად ზეციურ ტახტს გამოხატავს,
რომელზეც უხილავად ბრძანდება უფალი. სავარძლის გვერდით, ორივე მხარეს,
დგას ოდნავ დაბალი სკამები მღვდლებისთვის. სამღვდელმთავრო
წირვა-ლოცვის დროს ეპისკოპოსი ამ სავარძელში ზის, თანმხლებები კი,
მის ორივე მხარეს განლაგებულ სკამებზე.
ლიტურგიაზე, სამოციქულოს კითხვის დროს, მაღალ დასაჯდომელზე
დაბრძანებული მღვდელმთავარი განასახიერებს ყოვლისმპყრობელ ქრისტეს,
სამღვდელოება კი მოციქულებს. სასულიერო პირების განმარტებით, მაღალი
დასაჯდომელი ქრისტიანული ეკლესიის ყველა პერიოდში ასახავდა ზეციური
მეუფის უხილავ და საიდუმლო მყოფობას. სამრევლო ეკლესიების
უმრავლესობას არ აქვს შემაღლებული ადგილი და იქ არც სავარძელი დგას.
მის ადგილას შანდალი და კანდელი დგას, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად
უნდა ენთოს ღვთისმსახურებისას.
მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიებში საპატრიარქო ტახტი შემაღლებულ
ადგილასაა განთავსებული, ასეა ეს სამებისა და სიონის ტაძრებში, თუმცა,
ეს შემაღლება თითქმის არ აჭარბებს ორ საფეხურს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები