ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სადაც გზის საფარი ამოთხრილია უსაფრთხოების
ჯებირი დადგეს. ადგილზე
მისი განთავსება მას შემდეგ მოხდა, რაც
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა
29 ივნისს ღიად დატოვებული
ორმოები გააპროტესტა.
ნიკეას ქუჩა, 30 ივნისი
უსაფრთხოების ჯებირი "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის წარმომადგენლებმა განათავსეს.
თუმცა, ჩვენთან საუბარში ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ჯებირი 29 ივნისს
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლის მიერ გამართული
ბრიფინგის მომენტშიც იყო.
ნიკეას ქუჩაზე ცენტრალურ ნაწილში ორმოები "საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის წარმომადგენლებმა
ამოთხარეს. მათი თქმით, ამის გაკეთება სასმელი წყლის მილის ურდულის
დარეგულირების მიზნით მოხდა, რადგან ნიკეას ქუჩაზე მოსახლეობას წყალი
დაბალი წნევით მიწოდებოდა. რაც შეეხება, ორმოს ღიად დატოვებას,
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ადგილზე საპატრულო
პოლიცია მოძრაობს, რომელიც ტერიტორიას იცავს.
ნიკეს ქუჩა, 29 ივნისი
ამავე თემაზე:
"უკვე ცხრა მანქანა დაიმტვრა "- გოგი წულაია
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე არსებულ
ორმოებზე
მასალის გამოყენების პირობები