გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში ჰაერის დაბინძურების
მონიტორინგის სადგური დაამონტაჟა.
სადგური ქუთაისში, ასათიანი ქუჩა N98-ში მდებარეობს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით
აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგურის საშუალებით
დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი ონლაინ
მონიტორინგი განხორციელდება, რომელიც მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში
გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს.
ატმოსფერულ ჰაერში ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO,
NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირაოზონისა (O3) და მტვრის
სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა განისაზღვრება.
მონაცემები ყოველდღიურად გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე
www.meteo.gov.ge განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები