ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის სარკინიგზო რეისი
საზღვაო სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა.
ე.წ. ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით ყოველდღე
იმუშავებს, პირველ რეისი კი, 1 ივლისს
განხორციელდება.
ქუთაისიდან მატარებელი (რკინისგზის სადგურ ქუთაისი #1-დან )
10:25 წუთზე გავა და ბათუმში 13:28 წუთზე ჩავა. იმავე მატარებელი
ბათუმიდან 23:25 წუთზე გამოვა და ქუთაისში 02:20 წუთზე იქნება.
მატარებლის მგზავრობის ღირებულება 6 ლარი იქნება, ხოლო 5 წლამდე
ასაკის ბავშვები მგზავრობის საფასურის გადახდისგან
განთავისუფლდებიან.
" მატარებელი ზაფხული სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა. როდემდე
შეასრულებს რეისს მატარებელი ეს სეზონის მიხედვით გადაწყდება" -
განმარტავს "საქართველოს რკინიგზის" ფილიალის, მგზავრთა გადაყვანის
საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის დასავლეთის მიმართულების
კოორდინატორი, გურამ ნერგაძე.
მასალის გამოყენების პირობები