თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევში არსებულ მღვიმეს სრული
რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამ მიზნით "სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ" მიმდინარე წლის 15
ივნისს 989 850 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT170006623)გამოცახადა,
სადაც წინადადების მიღება მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიწყება და 6
დღეში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
ნავენახევის მღვიმეში ინტერიერი უნდა მოაწყოს. ასევე, გარე
ტერიტორიაზე , პარკინგი, ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია, ბავშვთა
ატრაქციონი, ამფითეატრი, სუვენირების დახლი, დეკორატიული ღობე,
მოსაცდელი და საპირფარეშოები უნდა მოაწყოს.
"სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს" მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებში
აღნიშნულია, რომ სამუშაობის განმახორციელებელ კომპანიას ამ დრომდე 2
500 000 ლარის სამუშაობი უნდა ჰქონდეს განხორციელებული და
ხელშეკრულების დადების შემდეგ, ნევანახევის მღიმის სრული რეაბილიტაცია
150 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.
სააგენტოს ინფოამაციით, ნავენახევის მღვიმეში სარებილიტაციო სამუშაობი
2017 წლის 15 დეკემბრისთვის დასრულებული უნდა იყოს.
პროექტის მიხედვით როგორი უნდა იყოს
რეაბილიტაციის შემდეგ ნავენახევი ნახეთ
ფოტორეპორტაჟი.
მასალის გამოყენების პირობები