ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა და გამსახურდიას ქუჩის შემაერთებელ
მონაკვეთზე ახალი ღვარსადენის ქსელის მოსაწყობად ტენდერი
გამოცხადდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47 645 ლარია. სახელმწიფო
შესყიდვა (SPA170007242) მიმდინარე წლის 23 მაისს გამოცხადდა და
განცხადებების მიღება ამავე წლის 8 ივნისამდე იწარმოებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "მიმწოდებელი" ვალდებულია ქალაქ
ქუთაისში, ნიკეას ქუჩისა და გამსახურდიას ქუჩის შემაერთებელ
მონაკვეთზე ახალი ღვარსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები
ხელშეკრულების დადებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში
განახორციელოს. ის, აგრეთვე, ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების
გაფორმებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს.
რაც შეეხება, ტექნიკურ მოთხოვნებს, დოკუმენტაციაში მითითებულია,
რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ღვარსადენისა და საკანალიზაციო
სისტემების მოწყობის სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული.
მასალის გამოყენების პირობები